16 აპრილი 2024,   09:53
ვრცლად
LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს, ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი - დიმიტრი ხუნდაძე

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. ეს სასიამოვნო გამონაკლისია, თუმცა LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

ხუნდაძის განცხადებით, LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე მძლავრ მასშტაბებს იძენს და სახელმწიფოების დაპყრობის ახალ იარაღს წარმოადგენს.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებს დაუკარგონ სქესის აღქმის შეგრძნება, ამის პარალელურად კი მშობლის ინსტიტუტის გაუქმების მცდელობაც მიმდინარეობს.

"LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს. ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. ეს სასიამოვნო გამონაკლისია, თუმცა LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე მძლავრ მასშტაბებს იძენს. ფაქტია, რომ ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი.

ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს დაუკარგონ სქესის აღქმის შეგრძნება. ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეუძლია დღეს იყოს ქალი, ხვალ კაცი, შემდეგ თუ მოუნდება ისევ ქალი გახდეს და ასე შემდეგ. ამავე დროს მთელი სიმძლავრით მიდის მშობლის ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა.

ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ტერმინები დედა და მამა. უფრო მეტიც, ეუბნებიან რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვებია. საბოლოო ჯამში კი ამ პროპაგანდის მიზანი არის ერთადერთი - მსოფლიოში ადამიანების ნაცვლად მიიღონ უსამშობლო ბიოლოგიური მასა, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი სქესის ადამიანებს ქორწინებაში უნდა ჰქონოდათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვთ ქორწინებაში მყოფ ქალსა და მამაკაცს.

 

დღის ამბები