18 ივნისი 2024,   01:26
ვრცლად
გადამწყვეტი გოლის ავტორი - როგორ იხსენებენ "კურიერთან" ნიკა კვევესკირს, ზუგდიდის მეშვიდე სკოლის პედაგოგები

გადამწყვეტი გოლის ავტორის, ნიკა კვეკვესკირის ზუსტ დარტყმას, მთელი საქართველო ელოდებოდა და ყველას თვალწინ ისტორია დაიწერა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე საგზური, ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი გოლით მოიპოვა - საქართველომ გაიმარჯვა.

ნიკა კვეკვესკირი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან არის. ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად სამეგრელოში ცხოვრობდა. ზუგდიდში, მეშვიდე საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის შესასვლელთან დიდი გამარჯვების შემდეგ, მოსწავლეებს კვეკვესკირის ბანერი ხვდებათ. აქ ახლა განსაკუთრებული ზეიმია. ზეიმობენ გამარჯვებას და ამაყობენ ფეხბურთელით, რომელიც ამ სკოლის კედლებში გაიზარდა.

ახლა მოსწავლეების გმირი ნიკა კვეკვესკირია, მათი მთავარი სურვილი კი ზუგდიდში, მეშვიდე საჯარო სკოლაში, მასთან პირადად შეხვედრაა. კვეკვესკირის გამარჯვების ისტორიას სკოლა დღემდე ინახავს. მინი ფეხბურთის ტურნირებში მოპოვებული ყველა ჯილდო, თასი თუ მედლები კვლავ ზუგდიდში, სკოლაში რჩება. გოლის ავტორის წარმატებაში, ეჭვი არასდროს შეჰპარვია კვეკვესკირის სპორტის მასწავლებელს. კურიერის კამერასთან კი გამარჯვების პირველ ემოციას იხსენებს.

ფეხბურთის დიდ სიყვარულს, სწავლაში ხელი არასდროს შეუშლია. კვეკვესკირის მიზანდასახულობა, ფეხბურთელის დამრიგებლისთვის საამაყო და სამაგალითოა. ისტორიულ მატჩს თვალი მას შემდეგ მიადევნა, როცა მისი მოსწავლის გვარი გამოაცხადეს. გამარჯვების გოლი კი მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნა.

მატჩის მეორე დღეს, დიდი სიხარულის გამო, სკოლაში გაკვეთილები ვერ ჩატარდა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად გამარჯვება იზეიმეს და სკოლის მთავარი ბანერისთვის სლოგანიც ერთად შეარჩიეს.

2024 წლის 26 მარტი - ეს დიდი გამარჯვების მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ნაკრებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება. მოლოდინი კი მხოლოდ ერთია, ისე როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ჰიმნშია

 

დღის ამბები