02 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
"გამჭვირვალობის" კანონიდან ყურადღების გადატანის მცდელობა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლა - რა გახდა რეალური მიზეზი ზურაბიშვილის რიგით მე-6 ვეტოსი

"გამჭვირვალობის" კანონიდან ყურადღების გადატანის მცდელობა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლა - რა გახდა რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის რიგით მე-6 ვეტოსი.

ზურაბიშვილმა ვეტო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონს გუშინ დაადო. ოპოზიციის ნაწილისთვის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ქალთა კვოტირება დისკრიმინაციულია და მან ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც, ის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირას გავა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო.

დღის ამბები