02 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
სწორედ ასეთ "კონფერენციებზე" მსჯელობენ რევოლუციებზე, მის დაგეგმვაზე და არეულობის ათას სცენარზე - ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, სწორედ იმ კონფერენციებზე იგეგმება არეულობის მოწყობის სცენარები, რომლებსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არ სურთ მდიდარ ენჯეოებს არც გამჭვირვალობა და არც დეკლარაციის შევსება.

"აი, რატომ არ უნდათ არც გამჭვირვალეობა და არც დეკლარაციის შევსება: სწორედ ასეთ "კონფერენციებზე“ მსჯელობენ რევოლუციებზე, მის დაგეგმვაზე და არეულობის ათას სცენარზე! უკაცრავად მაგრამ არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ გაფინანსებთ, ვინ იკრიბებით, თუ ასეთი შეკითხვაც რუსულია? მე კი ვიცი ასეთ დროს რა არის რუსული, მაგრამ ამჯერად არც გეუბნებით და არც არავინ გიკეთებთ, იმიტომ რომ თუ ვინმე დღეს ევროპულს "აწვება“ ჩვენ ვართ, თან ძალიან ბევრნი ვართ, იმაზე გაცილებთ მეტი ვიდრე წარმოგიდგენიათ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

დღის ამბები