02 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
როდესაც იწყებ იმაზე საუბარს, რაც აწუხებს ქართველ ხალხს, შალვა პაპუაშვილი გირთავს მიკროფონს და გაძევებს დარბაზიდან - სალომე სამადაშვილი

"ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დარბაზიდან მისი გაძევების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შს მინისტრის დეპუტატების წინაშე გამოსვლის დროს, რეპლიკების და მოხსენების შეწყვეტის მცდელობის გამო, მან რამდენიმე შენიშვნა მიიღო.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, როდესაც პარლამენტში ოპოზიციის წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იწყებენ საუბარს, პარლამენტის თავმჯდომარე მათ დარბაზიდან აძევებს.

"არ მაქვს შესაძლებლობა, რომ გაჩვენოთ სხეული, რომელიც მაქვს დალურჯებული პარლამენტში მანდატურებთან ჭიდაობით. ამ პარლამენტში როდესაც იწყებ იმაზე საუბარს, რაც აწუხებს ქართველ ხალხს, რუსი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გირთავს მიკროფონს და გაძევებს დარბაზიდან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები