02 მაისი 2024,   05:20
ვრცლად
მეტრო "ღრმაღელეს" მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, მეტრო "ღრმაღელეს" მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე დასრულდა. ჩაასხეს ბეტონის კედლები, სკვერის შესასვლელებთან მოეწყო ბაზალტის კიბეები.

პროექტის მიხედვით, 7 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, შესრულდება ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები. დარგავენ ხეებს და მცენარეებს. პროექტზე მილიონ 323 ათასი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები