16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ დანაშაული გამოიკვეთება - ვახტანგ გომელაური ფარულ აუდიოჩანაწერებზე

ბოლო 2 დღეში გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ჩანაწერების ავთენტურობაა დასადგენი, თუმცა რაც ისმის ჩანაწერებში, საშინელებაა.

"სამწუხაროა რაც მოვისმინეთ, ამაზე ალბათ შესაბამისი უწყებები, თუ იქნება ჩვენი ქვემდებარე, ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ გამოიკვეთება დანაშაული. სამწუხაროა რასაც ვისმენდით. ავთენტურობა დასადგენია, არ მინდა რომ მტკიცებულების ფორმაში ვისაუბრო, რომ ეს ასეა ნამდვილად. რასაც ვისმენდით საშინელებაა.

ეს ინფორმაცია გაჟღერდა, თუმცა გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი ჩვენ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ... თუმცა არც იოცნებონ საუბრებიდან გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა, გადატრიალდნენ-გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ. დაანებონ პარლამენტის და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები