საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში, ხაზი გაუსვა საქართველო - სომხეთის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან, სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, რუბენ რუბინიანთან.
მხარეებმა ისაუბრეს კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობაზე. ასევე, საქართველოს დელეგაციამ გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალიც.