30 ივნისი 2024,   09:32
ვრცლად
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ისინი უმჯობესდებიან და პროგრესირებენ - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების შესახებ

პორტუგალიის შემდეგ ესპანეთი - დებიუტანტი, ამჯერად, ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო-ესპანეთი - კიოლნის "რაინ ენერგი შტადიონი." ჯვაროსნების მორიგი ბრძოლა სამ დღეში, თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.

ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველომ პორტუგალიასთან შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. 

"ჩვენ მათ უდიდეს პატივს ვცემთ, ეს არის გუნდი, რომელიც შესანიშნავ ტურნირს ატარებს და რომელმაც პორტუგალია დაამარცხა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ისინი უმჯობესდებიან და პროგრესირებენ. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რომ გვქონდეს, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ გარკვეულწილად სისტემა შეცვალეს, მაგრამ არა იდეა, რომელიც აქვთ. იმ მოთამაშეებით, რომლებიც კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ. გასული მატჩების გამოცდილება პლეი ოფში გასვლა და დამატებითი მოტივაცია, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით მიიღეს, მათ უფრო საშიშებს ხდის. უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდეა, გზა და გავაგრძელოთ ზრდა." - აცხადებს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე.  

საქართველო-ესპანეთის მოახლოებულ მატჩთან და განვლილ თამაშებთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი საუბრობს.

"ძალიან რთული თამაშები იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან ამაყები ვართ, იმიტომ, რომ ჯგუფიდან გასვლა და იმ თამაშს ხარისხი, რაც საქართველომ ითამაშა, მთელი მსოფლიოს სიყვარული და სიმპათია დაიმსახურა. ის სულისკვეთება, ჟინი და ერთიანობა, რომლითაც თამაშობდა ჩვენი ნაკრები, საოცარი სანახავი იყო. ესპანეთი არის საუკეთესო ნაკრები მსოფლიოში." - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები