21 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"ვინც მოვიდა და ეს საქციელი ჩაიდინა, ნამდვილად მოგზავნილი იყო, რადგან ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის" - ბერი ნიკოლოზის სახლთან მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია ერთი პირი. ირკვევა, რომ 19 წლის ბრალდებულმა ორ პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა ბერი ნიკოლოზის სახლთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მრევლი დაუპირისპირდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ვინც მოვიდა და ეს საქციელი ჩაიდინა, ნამდვილად მოგზავნილი იყო, რათა უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და გააჩაღოს ომი. ის ბიჭი, რომელიც დაჭრილია, უაღრესად კარგი ადამიანია. ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რათა ჩირქი მოსცხოს აქაურობას. რა თქმა უნდა, ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის", - განაცხადა მრევლის წევრმა.

 

ავტორი: სიმონ შანავა

 

დღის ამბები