22 დეკემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას - მერაბ დვალიშვილი მთავრობის საჩუქარზე

UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას მოახმარს.

მისი განმარტებით, ამ საჩუქარს არ ელოდა და დიდი მადლობელია.

"რაც შეეხება ამ საჩუქარს, ნამდვილად არ ველოდებოდი. იცით, რომ ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და არ ვართ სახელმწიფო ბალანსზე და დამოუკიდებლად მივაღწიეთ ამ ყველაფერს. არც მოლოდინი მქონდა. რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის და ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

დღის ამბები