27 ოქტომბერი 2024,   17:12
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი, პატრიკ სტანისლავი: შეუძლებელია გაყალბება როცა ყველაფერს კამერები აფიქსირებს

საერთაშორისო დამკვირვებლის, პატრიკ სტანისლავის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო პროცესი კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ყველაფერს კამერები აფიქსირებდა, შეუძლებელი იყო არჩევნების გაყალბება.

"საერთო ჯამში, არჩევნები კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო. ხმის მიცემის პროცესი კამერებით იყო გადაღებული ყველა საარჩევნო კომისიაში, სადაც ჩვენ ვიყავით, ბათუმში და მის შემოგარენში. ჩვენ 13 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ ქალაქში და მის შემოგარენში. კომისიის წევრები ძალიან ეხმარებოდნენ ამომრჩევლებს. შევნიშნე, რომ ხმის მიცემის მანქანა ერთი ან ორი წუთით მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა ეს პრობლემა მალევე მოგვარდა. მე არ ვარ საქართველოს საშინაო პოლიტიკის ექსპერტი, მაგრამ შეუძლებელია გაყალბება არჩევნებზე, როცა ყველა ხმას აძლევს და ყველაფერს კამერები აფიქსირებს", - განაცხადა პატრიკ სტანისლავიმ.

დღის ამბები