ყვავილების გამოფენა - ღონისძიებას ბოტანიკური ბაღი მასპინძლობს. "ყვავილების გამოფენის" ფარგლებში, ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილია ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში. ასევე, გამოფენილია რეგიონებში არსებული სანერგე პროდუქციაც.
საშემოდგომო გვირგვინების, ხელნაკეთი და ეპოქსიდით შექმნილი ნივთების გამოფენა- გაყიდვის პარალელურად, იმართება ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასებიც. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.