27 დეკემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, სინამდვილეში, იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ მისი საუბრები არჩევნების გაყალბებაზე, იყო მხოლოდ სიცრუე" - რატი იონათამიშვილი

ნებისმიერი ის პოლიტიკური აქტორი, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, სინამდვილეში, იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ მისი საუბრები და ცილისწამება არჩევნების გაყალბებაზე, იყო მხოლოდ სიცრუე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ამასთან, როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, მსგავსი ქმედებები არავის შერჩება და ამიტომ "საქმე ბოლომდეა მისაყვანი":

"ნებისმიერი ის პოლიტიკური აქტორი, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, სინამდვილეში, იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ მისი საუბრები და ცილისწამება არჩევნების გაყალბებაზე, იყო მხოლოდ სიცრუე, დეზინფორმაცია და არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ამით საკუთარ სიცრუეს აღიარებს.

ჩვენი მიზანია, თითოეული მოქალაქის საარჩევნო ხმა იყოს ბოლომდე დაცული, რა ფაქტებიც ახლა ვლინდება, არის საგანგაშო და მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, რომ თითოეულ ასეთ ფაქტს ბოლომდე გავყვეთ. იმ ადამიანების მიმართ, ვინც, როგორც ჩანს, წინასწარ იცოდნენ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომ იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, არეგისტრირებდნენ დამკვირვებლებს... ჯერ გასარკვევია, საიდან ჰქონდათ წვდომა მათ პერსონალურ ინფორმაციაზე. ადამიანი, რომელიც ცხადდებოდა საკუთარ უბანში, იქ აღარ იყო რეგისტრირებული და რეგისტრირებული იყო სპეციალურ სიებში დამკვირვებლად.

ფაქტია, რომ ეს საქმე და ასეთი შემთხვევები პირდაპირ შეიცავს სისხლის სამართლის ძალიან აშკარა ნიშნებს, ამიტომ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. თუ ჰგონიათ, რომ მსგავსი ქმედებები ვინმეს შერჩება, ძალიან ცდება. დღეს ჩვენ კონკრეტული ქეისები მოვისმენთ და ვინმემ რამე განცხადება გააკეთა რადიკალური ოპოზიციისგან? რა თქმა უნდა, არა, ისინი ისევ დაიმალნენ და დამალულ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები