26 დეკემბერი 2024,   21:02
ვრცლად
"ფაქტია, რომ გამოკითხვების დროს მათ არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება არ აქვთ" - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს. ამასთან, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"ფაქტია, რომ ამ გამოკითხვების დროს მათ არ აქვთ არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ეს მათი მოგონილი, შელამაზებული, შეფერადებული რეალობა არის, რომლითაც უნდათ, ვიღაც ადამიანები დააჯერონ, რომ თითქოს არ ენდობიან სისტემას. რეალურად კი, საბოლოო ჯამში, მივიღებთ მოცემულობას, რომ არცერთი არგუმენტი, მტკიცებულება არ დაიდება მათ მხარეს და ეს არჩევნები, როგორც მისი პირველადი გამოცხადების პირობებში, ასევე ოდირის დასკვნის შესაბამისად, გამოცხადდება სამართლიანად", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები