საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი სასტუმრო "ბილტმორთან" არიან შეკრებილები. მათ უმეტესობას არ აქვს ცრემლსადენი აირისგან თავდასაცავი საშუალებები - აირწინაღები, ნიღბები, სათვალეები და ა.შ.
მომიტინგეებმა რამდენიმე ადგილზე ცეცხლი დაანთეს. ისინი ცეცხლის დასანთებად შეშას, საბურავებსა და სხვადასხვა მასალას იყენებენ.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი. ისმის მოწოდებები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ რუსთაველის გამზირზე და, ამ ეტაპისთვის, არ შეერთებიან აქ მიმდინარე საპროტესტო აქციას.
აქვე, დემონსტრანტების ნაწილი ხმაურის გამოწვევით ცდილობს საკუთარი პროტესტის გამოხატვას. საერთო ჯამში, ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ სასტუმრო "ბილტმორის" ტერიტორიაზე ვითარება მშვიდია.