04 დეკემბერი 2024,   12:06
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ღარიბაშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

"დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე "ქართული ოცნება." ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები