13 დეკემბერი 2024,   01:27
ვრცლად
13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - "თელასი"

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, ბორის პაიჭაძისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლისა (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისისა და დაბა წავკისის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები