07 იანვარი 2025,   10:02
ვრცლად
სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა.

დღის ამბები