ნიგერიაში, ჩრდილო-დასავლეთ ზამფარას შტატში, ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამხედროებს მშვიდობიანი მოქალაქეები კრიმინალურ დაჯგუფებაში აერიათ და ავიადარტყმა შეცდომით განახორციელეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივმა მოქალაქეებმა მედიას განუცხადეს, რომ ავიადარტყმას ადგილობრივი დაჯგუფების წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, რომლებიც თავს კრიმინალური დაჯგუფებებისგან იცავდნენ.
სამხედროებმა ავიადარტყმის ფაქტი დაადასტურეს. მათ განცხადებით, "გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს კრიმინალებს, რომლებიც რეგიონში სოფლის მაცხოვრებლებს ატერორებენ".
ნიგერიის საჰაერო ძალების განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს იძიებენ.