13 აგვისტო 2026,   20:08
ვრცლად
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობისას ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი  „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება.  აღინიშნა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა. 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. 



დღის ამბები