31 იანვარი 2025,   02:09
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და ვიზიარებთ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და ვიზიარებთ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას.

      მანვე აღნიშნა, რომ უნგრეთისგან საქართველო იღებს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებსა და შედეგებზე დაფუძნებული.

      "დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრით დავასრულეთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ეს იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრები, დეტალური საუბრები. ეს შედეგები აისახა კიდეც იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც გუშინ და დღეს ვიხილეთ ევროკავშირის დონეზე. ჩვენ, კიდევ ერთხელ მივიღეთ სრული მხარდაჭერა უნგრეთისგან ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებსა და შედეგებზე დაფუძნებული.

      ამ მხრივ, უნგრეთი იქნება ამ მიდგომის მხარდამჭერი, ნაცვლად იმ პოლიტიზებული მიდგომისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს და ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ახასიათებთ, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკურ იარაღად, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის, ქართველებისთვის თავზე მოსახვევად. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ და უახლოეს პერიოდში გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისაკენ გადადგმული ნაბიჯები, კომიტეტებს შორის ურთიერთობის განმტკიცების, ერთობლივი შეხვედრების და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

      ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების იმ ასპექტებზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი ისე, რომ ამით რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ქართველმა ხალხმა და როგორ ავაცილოთ ზიანი, რომელიც შეიძლება ზოგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მოუტანოს საზოგადოების ამა თუ იმ სექტორს, ჯგუფს. მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და ვიზიარებთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.