11 აგვისტო 2026,   13:47
ვრცლად
ჯუზეპე ვერდის უკვდავი ოპერა - ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ალფრედი და ვიოლეტას მარადიული სიყვარულის ამბავი სამ მოქმედებად აჟღერდება

ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას" ხშირად ვალსების ოპერასაც უწოდებენ, პრემიერა 1853 წელს ვენეციის საოპერო თეატრში შედგა. წლების შემდეგ ლირიკულ-ფსიქოლოგიური ოპერაში მონაწილეობა არაერთმა გამორჩეულმა ქართველმა თუ უცხოელმა ხელოვანმა მიიღო. რამდენიმე დღეში კი მას კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები შეასრულებენ.

ალფრედი და ვიოლეტა - ანუ ამბავი მარადიულ სიყვარულზე ალექსანდრე დიუმას რომანი და ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა" ახლებური
ინტერპრეტაციით, სადაც მთავარი გმირების როლს ერთდროულად რამდენიმე სოლისტი ასრულებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ოპერა "ტრავიატა" 3 მოქმედებად, მრავალფეროვანი დუეტებით და არიებით. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები, გუნდი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

ვიოლეტას ტრაგიკული სიყვარულის ამბავს მაყურებელი ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე 2 თებერვალს ნახავს.

დღის ამბები