This is a modal window.
სამხრეთ კორეაში, კიმხეს საერთაშორისო აეროპორტში, Airbus-ის ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აეროპორტში გაჩერებულ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, მგზავრები კი თვითმფრინავის დატოვებას ცდილობენ.
Air Busan-ის თვითმფრინავს, რომელიც ჰონგ-კონგის მიმართულებით მიფრინავდა, ცეცხლი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 22:26 საათზე გაუჩნდა, რის გამოც ბორტზე მყოფი 169 მგზავრისა და ეკიპაჟის 7 წევრის თვითმფრინავიდან ევაკუაცია ავარიულ რეჟიმში განხორციელდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურების განცხადებით, ხანძარი აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა და თვითმფრინავის კორპუსში სწრაფად გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 176 ადამიანი გადაარჩინეს, მათ განაცხადეს, რომ ისინი "ყოველ შემთხვევისთვის" აგრძელებენ თვითმფრინავის შიგნით ადამიანების ძებნას.