31 იანვარი 2025,   03:47
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა - ქვეყანაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის - "ბურჯ ხალიფას" შემქმნელები, დუბაის შემდეგ ინვესტიციას საქართველოში დებენ. შეთანხმება მიღწეულია, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული - საქართველოში, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა და პროექტებს გონიოსა და თბილისში "ემაარ ჯგუფი" განახორციელებს. ადგილები უკვე შერჩეულია.

      ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ, ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ პროექტები ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. "ემაარ ჯგუფის" ქვეყანაში შემოსვლით კი, საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება.

      "ემაარ ჯგუფთან" საქართველოსვე მთავრობა მოლაპარაკებებს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. მანამდე კი, ოფიციალურმა თბილისმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ე.წ. ყოვლისმომცველ ეკონომიკურ თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია. ეკონომიკის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ეს 2 ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია.

      უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მთავარ პროექტს "ემაარ ჯგუფი" გონიოში განახორციელებს. რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია, აჭარაში ახალ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და 10 000-ობით სამუშაო ადგილს შექმნის.

      კომპანია, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, ეკონომისტების პროგნოზით, სხვა კომპანიებისთვისაც წამახალისებელი იქნება, რათა საქართველოში ინვესტიციები თავადაც განახორციელონ.

      საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმებას, ხელი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში მოეწერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

      საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მიერ ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილებას არაერთი მედიაგამოცემა უკვე გამოეხმაურა.

      სანამ "ემაარ ჯგუფი" თბილისსა და გონიოში პროექტების განხორციელებას დაიწყებს, კომპანიამ ისტორიული შეთანხმების აღსანიშნავად, "ბურჯ ხალიფა" საქართველოს დროშის ფერებში გაანათა.