"იტალია 1956 - ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე” - გამოფენას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრი მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1956 წლის ვენეციის მეთვრამეტე ბიენალეზე ხელოვანის მიერ გადაღებული ფოტოები.
გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს, როგორი იყო ქართველი ფოტოგრაფის თვალით დანახული 50-იანი წლების იტალია. გამოფენა 21 თებერვლამდე გაგრძელდება.