დიდთოვლობამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ყველა სოფელში მობილიზებულია ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მობილიზებულნი არიან "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგია.
წყლის მიწოდებაა შეწყვეტილი დაბაში, სადაც ასევე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები.