11 აგვისტო 2026,   10:32
ვრცლად
"მობილიზებულია როგორც ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოწესრიგება" - დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაიზერ ნანავამ განაცხადა, გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე სოფლების შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს. მობილიზებულია როგორც ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი.

"მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზების მოწესრიგება. ადამიანური რესურსი მობილიზებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არის პრობლემები და გამომწვევები. 7 საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი, რამდენიმე საჯარო ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს "ენერგო-პრო ჯორჯიასთან," რადგანაც არ მიეწოდება ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს. დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგია," - აღნიშნა მაიზერ ნანავამ. 

დღის ამბები