11 აგვისტო 2026,   12:35
ვრცლად
"სხალთა-ხიხაძირის ხეობის გარდა, იწმინდება ღორჯომის ხეობის გზა, მზად ვართ იმ პრობლემების გასამკლავებლად, რაც შეიქმნა ამ დღეების განმავლობაში" - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ბერიძე

აჭარაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, გარკვეულ ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.

"სხალთა-ხიხაძირის ხეობის გარდა, ამ დროისთვის იწმინდება ღორჯომის ხეობის გზა. მთელი ღამის გამავლობაში იმუშავებს ტექნიკა. მზად ვართ იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც შეიქმნა ამ დღეების განმავლობაში. ვიმყოფებოდით ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენადმე ოჯახში საქართველოს პარლამენტის წევრ ბატონ, ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ, ზაზა შავაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სადაც შესაბამისი დახმარებები გავუწიეთ", - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

დღის ამბები