
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 17 მარტს გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
პროცედურულად, დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილს ბოლო სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა, მან ჯანმრთელობის მიზეზით, კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურ ჩართვაზე უარი განაცხადა.
სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.