
თბილისში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ახალაიას სასიკვდილო ჭრილობა გვიან ღამით, ბარ "სახელოსნოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს. კონფლიქტი ბარში დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. მოკლულ სპორტსმენს დღეს დაბადების დღე ჰქონდა. ის თბილისში ერთ-ერთ ბარში დაცვად მუშაობდა.
მოკლულს რამდენიმე საათში ხობში გადაასვენებენ. დაღუპულის მეზობლების ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ახალაიამ, ბარში არასრულწლოვანები არ შეუშვა, შემდეგ კი მათ მესამე პირი მოიყვანეს, რომელმაც მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება.