24 მარტი 2025,   06:36
ვრცლად
თბილისის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა. ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში. "იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა, შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ", - აცხადებენ მერიაში. 

      წყნეთში მიმდინარე გზის გაწმენდის სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

      "თბილისის შემოგარენში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური მარილის დაყრა. გზებზე გადაადგილება არსად შეფერხებულა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით," - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

      "თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი," - აღნიშნულია განცხადებაში.

      დღის ამბები
      მეტი