24 მარტი 2025,   02:03
ვრცლად
მძიმე წონაში კრივის ჩემპიონი ჯორჯ ფორმენი, იგივე "დიდი ჯორჯი" 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

კრივში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, ჯორჯ ფორმენი - ზედმეტსახელად "დიდი ჯორჯი" 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ abcnews-ი წერს. 

ფორმენის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ჯორჯ ედვარდ ფორმენი 1949 წლის 10 იანვარს დაიბადა. მძიმე ბავშვობის შემდეგ, ფორმენი გახდა მოყვარული მოკრივე და მოიგო ოქროს მედალი 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მომდევნო წელს იგი გახდა პროფესიონალი მოკრივე, სადაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მას შემდეგ, რაც 1973 წელს, იმ დროისთვის დაუმარცხებელი ჯო ფრეიზიერი დაამარცხა ნოკაუტით. ჩემპიონის ქამრის დაცვა მოახერხა ორჯერ, სანამ პირველი მარცხი არ იწვნია მუჰამედ ალის წინააღმდეგ. კიდევ ერთი წარუმატებელი სატიტულო ბრძოლის შემდეგ, 1977 წელს, ფორმენმა მოკრივის კარიერა დაასრულა.

მოკრივის კარიერის დასრულების შემდეგ ფორმენი გახდა ქრისტიანი მღვდელი. ათი წლის შემდეგ მან განაცხადა კრივში დაბრუნების შესახებ. 1994 წელს, 45 წლის ასაკში ნოკაუტით დაამარცხა 26 წლის მძიმეწონოსანი ჩემპიონი მაიკლ მურერი და მოიპოვა ერთდორულად სამი საჩემპიონო ქამარი. საჩემპიონო ქამარს ფლობდა ერთი წლის განმავლობაში, რითაც გახდა ყველაზე მხცოვანი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი კრივში.[3] კარიერა დაასრულა 1997 წელს, 48 წლის ასაკში. პროფესიონალურ კრივში მისი მაჩვენებელია 76 გამარჯვება (68 ნოკაუტი) და 5 მარცხი.

დღის ამბები
მეტი