24 მარტი 2025,   02:47
ვრცლად
"არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ერთადერთ შემთხვევაში, თუკი დავალების მიმცემი პირდაპირ დაავლებს" - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას - ბარიერგადალახულ პარტიებში ერთადერთი, ვინც ცალსახად ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს "ნაციონალური მოძრაობაა". დანარჩენ სამ პარტიაში პირდაპირ არ აცხადებენ - აპირებენ თუ არა მომავალ არჩევნებში ჩართვას. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.

      ოპოზიციის ბუნდოვანი პასუხი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან დირექტივას ელოდებიან. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მორიგი მარცხისთვისაა განწირული.

      "მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები, შესაბამისად, კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მიიღებენ მონაწილეობას - იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის კვლავაც საზოგადოდ განცხადება. მონაწილეობას მიიღებენ ერთადერთ შემთხვევაში, თუკი დავალების მიმცემი პირდაპირ დაავლებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. 

      დღის ამბები
      მეტი