
სანამ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, უკრაინაში ომი გრძელდება. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, კიევში ოთხსართულიანი შენობა დაიწვა.
თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგონა. დაშავებულია 12 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 3 დაღუპული და 4 დაშავებულია სუმის ოლქში. რუსეთმა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა.