
მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად, მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, საუდის არაბეთში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გააკეთა.
"როგორ მოიქცევა რუსეთი უახლოეს დღეებში, ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს გამოავლენს, ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, თუ კვლავ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში, თუ განახლდება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ რუსული მანიპულაციები და მუქარები გაგრძელდება, მაშინ ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო მოსკოვის წინააღმდეგ.
ზელენსკიმ კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის შეერთებული შტატებს მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ შესაძლებელია შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ამ შედეგის მიღწევისთვის.
ამერიკელების აზრით საზღვაო ცეცხლის შეწყვეტა და შავ ზღვაში თავისუფალი სამოქალაქო გადაადგილება ყველაფერს მოიცავს, რაც გამორიცხავს პორტის ინფრასტრუქტურაზე დარტყმას. განცხადებაში არ არის მითითებული, რა მოხდება შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში. მესმის, რატომაც — ამერიკულ მხარეს სურდა, ეს შეთანხმება არ ჩავარდნილიყო.
ტერიტორიებისა და სანქციების შესახებ კითხვები არ დასმულა. ერთადერთი, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ეხებოდა რუსეთ-აშშ-ის განცხადების მეორე პუნქტს, რომლის თანახმადაც შტატები დახმარებას გაწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზრობაზე რუსეთის წვდომის აღდგენაში, საზღვაო სადაზღვევო ხარჯების დაწევაში, და მსგავსი ტრანზაქციებისთვის პორტებისა და საგადასახადო სისტემებისადმი წვდომის გაფართოებაში ეს, ჩვენი აზრით, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების ნაწილია და სწორად არ მიგვაჩნია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.