
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, საშაბურო, ნაგლიანთკარი, ბაზალეთი, თხილიანა.
„11:00-დან 14:00 საათამდე დენი გაეთიშება მომხმარებელს მცხეთაში. 12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წეროვანი. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ წეროვანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.