01 აპრილი 2025,   09:27
ვრცლად
ასეთი ძალების ჩამოშორება ქვეყანაში ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას გაუხსნის გზას - ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს.

      პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ცხოვრებისთვის ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია და, დანაშაულში მხილებული "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვით, ახალ პარტიებს ექნებათ პოლიტიკურ ველზე შემოსვლის შესაძლებლობა.

      "ასეთი ძალების ჩამოშორება, როგორც მორალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, გზას გაუხსნის ქვეყანაში ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას. რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების მონაცვლეობა დემოკრატიისთვის ბუნებრივია, მაგრამ ეს უნდა იყოს, რეალურად ქვეყნის პატრიოტი, ერთგული და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური ძალების მიერ განხორციელებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

      დღის ამბები
      მეტი