01 აპრილი 2025,   09:10
ვრცლად
"ვალდებულები ვართ, პოლიტიკური ველი ასეთი მავნებელი პარტიებისგან გავწმინდოთ" - ლევან მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ გავწმინდოთ პოლიტიკური ველი, ასეთი მავნებელი პარტიებისგან", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა

      მისი თქმით, როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება, რეალური ოპოზიცია გაჩნდება.

      "ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ გავწმინდოთ პოლიტიკური ველი ასეთი მავნებელი პარტიებისგან, რომელიც ცუდის მეტს არაფერს არ აკეთებენ ჩვენი ქვეყნებისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება ასეთი პარტიებისგან, რომლებიც მთლიანად გარე ძალებს ემსახურებიან და ასობით მილიონი დოლარით ფინანსდებიან ამის გამო, უკვე გაჩნდება რეალური ოპოზიცია, რომელიც დღეს ფიზიკურად კონკურენციაში ვერ შევა კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ უზარმაზარი დაფინანსებები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

      დღის ამბები
      მეტი