
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღებულ მტრულ აქტს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს.
"აშშ-ის სენატში მიღებულ "მტრულ აქტს" კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს. ეს სენატში მიღებულია 31 მარტამდე და თითქოს ეს ერთგვარი მუხტის მიცემას ჰგავს, რომ საპროტესტო აქცია ჩატარდეს, ადამიანები გახალისდნენ და დედაქალაქის ქუჩებში ახალი ცეცხლი გაჩნდეს. ყველაზე მეტად დიდი კითხვები დგას იმასთან დაკავშირებით, რატომ ხდება ეს მაშინ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "დიფ სთეითს" სრულ ბრძოლას უცხადებს, ვხედავთ, რომ "დიფ სთეითს“ წარმომადგენლებს ჯერ კიდევ საცეცები აქვთ მყარად გადგმული და მათ შეუძლიათ, თავიანთ აგენტურას ისეთი აქტები მიაღებინონ, რასაც საქართველოს მტრული აქტი ჰქვია", – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.