
უსაფრთხოა თუ არა ფრენა? - მიუხედავად მაღალი შფოთვისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ფრენა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ბოლოდროინდელი გახმაურებული ავიაკატასტროფის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ფრენასთან დაკავშირებით შფოთავენ.
Storyful-ის ანალიზის მიხედვით, აშშ-ში 2024 წლის დასაწყისთან შედარებით, ავიაკატასტროფებთან დაკავშირებული საუბრები X-ზე 243%-ით, ხოლო Reddit-ზე 71%-ით გაიზარდა. იმავე კვლევამ აჩვენა, რომ საუბრები ფრენის დროს შფოთვის შესახებ X-ზე 72%-ით, Reddit-ზე კი 22%-ით გაიზარდა.
შეიძლება ჩანდეს, რომ ფენა ნაკლებად უსაფრთხო გახდა, თუმცა კვლევის მაჩვენებლები სულ სხვა რამეს ამბობენ. ისტორიული მონაცემები აჩვენებს მკაფიო და თანმიმდევრულ ტენდენციას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ფრენა ახლა 40-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე 1960-იან წლებში იყო.
”გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი ნამდვილად უკეთესდება, მაგრამ ჩვენი ახალი ამბების გაშუქება ბევრად უკეთესი გახდა და უფრო ხელმისაწვდომს ხდის მას საზოგადოებისთვის,"- განუცხადა ყოფილმა პილოტმა და საავიაციო კონსულტანტმა კეიტ დარბიმ CBS Morning Plus-ს.