31 მარტი 2025,   23:04
ვრცლად
"ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა" - შალვა პაპუაშვილმა ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტი შეაფასა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა - პარლამენტის თავმჯდომარე იმ სამ ასპექტზე საუბრობს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟმა გამოკვეთა და ამ ქვეყნების საქართველოს მიმართ პრობლემურ დამოკიდებულებას ააშკარავებს. შალვა პაპუაშვილი ვრცელ "ფეისბუქ" სტატუსში წერს, რომ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ, საბჭოთა მეთოდები ვერ დაივიწყეს და ამ მეთოდებით ახლა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევას ცდილობენ.

      ხელისუფლების ოპონენტები, საქართველოს მიმართ ბალტიის ქვეყნების მიდგომას იზიარებენ. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და საბჭოთა კავშირში დაბრუნება, რუსეთის ინტერესებშია.

      ბალტიის ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოწოდება, მაშინ როცა თავად რუსეთთან მჭიდრო
      ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გაკავშირებს ამორალურია .

      უკვე რამდენიმე დღეა, სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს. ვრცელი "ფეისბუკ" სტატუსი, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამოაქვეყნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

      დღის ამბები
      მეტი