31 მარტი 2025,   23:04
ვრცლად
შეჩერებული მაუწყებლობა და დაკავებული ჟურნალისტები - "უკანონო მიტინგებსა და მსვლელობებში მონაწილეობის" ბრალდებით თურქეთის ხელისუფლებამ 1 900 პირი დააკავა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ეს ბოლო საპროტესტო აქციაა, რომელსაც მარკ ლოუენი თურქეთის ტერიტორიაზევე აშუქებს. "ბი ბი სის" რეპორტიორი თურქეთის ძალოვნებმა დემონსტრაციაზე დააკავეს. ოფიციალური ანკარის პოზიციით, ჟურნალისტი "საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს" წარმოადგენდა, რის გამოც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, კორესპონდენტი ქვეყნიდან გააძევეს.

      "უკანონო მიტინგებსა და მსვლელობებში მონაწილეობის“ ბრალდებით, კიდევ 11 ჟურნალისტია დაპატიმრებული. დასანქცირდა რამდენიმე ტელევიზია, მათ შორის,
      ერთ-ერთს 10 დღით მაუწყებლობაც შეუჩერდა.

      19 მარტიდან დღემდე, ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 1900-ს აღწევს, მათგან 260 წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო 662 კვლავ განაჩენის მოლოდინში. საერთაშორისო მედიის ცნობით, თავისუფლება აქვს აღკვეთილი სტამბულის მერის, ეკრემ იმამოღლუს ადვოკატსაც.

      თურქეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ხშირია. სამართალდამცავები დემონსტრაციების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და სპეცტექნიკას იყენებენ. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 170 პოლიციელი. ოპოზიციის მხარდამჭერები, მასობრივი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

      თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციების მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რეჯიფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყანაში პროვოკაციებს არ დაუშვებს და პროცესების უკან მდგომ პირებს დაძაბული ვითარებით სარგებლობის საშუალებას არ მისცემს.

      ნატოს წევრ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კრიტიკაც მოჰყვა, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთმა ევროპისკენ წინსვლა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით უნდა გააგრძელოს.

      ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამბობენ, რომ თურქეთში დაძაბულობისა და არასტაბილურობის ხილვა არ სურთ, რადგან ქვეყანასთან არაერთი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. შტატების სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ტრამპის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებსაც.

      თურქეთში საპროტესტო გამოსვლები სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები ეკრიმ იმამოღლუს გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს უკვე 10 დღეა მართავენ.

      დღის ამბები