31 მარტი 2025,   23:09
ვრცლად
მმართველი გუნდი "მეგობარი აქტის" მხარდაჭერის მიღმა "დიფ სთეითის" გავლენებს ხედავს - დოკუმენტის ყველა პუნქტს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების მიერ მხარდაჭერილმა დოკუმენტმა მმართველ პარტიაში კითხვა გააჩინა. "ქართული ოცნებას" აინტერესებს რატომ განიხილეს ის ახლა და რატომ უყარეს მას კენჭი სხვა კანონპროექტებთან ერთად. კითხვებს, ნაწილობრივ პასუხებიც თავად გასცეს. მმართველი გუნდი დოკუმენტის მხარდაჭერის მიღმა "დიფ სთეითის" გავლენებს და ოპოზიციისთვის წახალისების ინტერესს ხედავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ქართული ოცნება" "მეგობარ აქტს" "მტრულ აქტს" უწოდებს.

      კონგრესმენების, ჯო უილსონის და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი ორპარტიული დოკუმენტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულად გადახედვას ითვალისწინებს, მათ შორის დახმარების პროგრამების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას და ამერიკის პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესოს.

      დოკუმენტის ყველა პუნქტს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "მეგობარი აქტი" საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული და 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე ამ დოკუმენტის მხარდამჭერებს საქართველოდან ძლიერი გზავნილი უნდა გააგონონ.

      სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "მეგობარი აქტი" დახურულ რეჟიმში განიხილეს. ცნობილია, რომ მას ათამდე სხვა კანონპროექტთან ერთად უყარეს კენჭი, მათ შორის იყო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ოქროს მოპოვება და კორეულ
      -ამერიკულ ოჯახებთან დაკავშირებული პროექტები. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ ფრომით აქტის მხარდაჭერის ალბათობა გაზარდეს. "ქართული ოცნებისთვის" სენატში წარდგენილი და მხარდაჭერილი დოკუმენტი ლობიზმის შედეგია. უცხო ძალების გავლენას კი შესაბამისი რეაგირება და პასუხი უნდა გაეცეს.

      "მეგობარი აქტის" ძალაში შესვლისთვის საკმარისი, მხოლოდ სენატის საგარეო კომიტეტის მხარდაჭერა არაა. მასზე კონგრესმაც და სენატმაც უნდა იმსჯელოს, შემდეგ კი მთლიანი პალატების მიერ დამტკიცდეს. კანონპროექტის მიღებისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაც საჭიროა. ამ პროცედურების გავლას კი მინიმუმ 6 თვე სჭირდება და "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ამ დროის განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე აქტმა აქტუალობა დაკარგოს.

      დღის ამბები
      მეტი