
პროფკავშირების გაერთიანება "ლაბორის" ოფისში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ორგანიზაციაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა.
პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა კიდევ სამ ობიექტზე, მათ შორის "ლაბორის" ხელმძღვანელის საცხოვრებელ სახლში. რას უკავშირდება მიმდინარე გამოძიება, უწყება ამაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა განჩინების მიხედვით, საქმე ეხება თანხების მითვისება-გაფლანგვას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას.
თავად პროფკავშირების წარმომადგენლები კი, ფაქტს ორგანიზაციის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებენ.
სამართალდამცველებმა ოფისიდან ამოიღეს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა.