04 ივნისი 2026,   18:30
ვრცლად
კახეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოები იწყება

კახეთში ახალი დაცული ტერიტორიების მიმართულებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოები იწყება. საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს.

აღინიშნა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ დაცული ტერიტორიების საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას ეძლევა.

დღის ამბები