სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა და შიდა ქართლის რწმუნებულმა მოინახულეს.
ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება. შესაბამისად, დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.
სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.