საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სწავლება ჩაატარა. ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ვაშლოვანის ნაკრძალში ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზეც გავრცელდა, შეიქმნა შტაბი და განხორციელდა კრიზისის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სწავლებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ჯანდაცვის უწყების საგანგებო სიტუაციების ცენტრის და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. სწავლებას სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.