08 აგვისტო 2026,   00:54
ვრცლად
ორბელიანების მოედანი საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრია - მოწყობილია გასართობი, შემეცნებითი და სპორტული სტენდები

სამხედრო კომპონენტთან ერთად, დღევანდელი დღე დატვირთულია არაერთი საზეიმო ღონისძიებით. თავისუფლების მოედნის გარდა, თბილისში მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ორბელიანის მოედანია.

ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე იმართება კონცერტები, მასტერკლასები, სპორტული შეჯიბრებები. მოწყობილია გასართობი, შემეცნებითი და სპორტული სტენდები, კინოთეატრები და საგამოფენო ზონები.

ყველა იმ ქალაქში, სადაც ღონისძიებები ეწყობა, ზუსტად 17:10 საათზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ერთდროულად შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

დღის ამბები