ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის კლების შემდეგ, მის შუაგულში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოტოციკლი იპოვეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბუდაპეშტის მახლობლად მდინარის კალაპოტში სხვა რელიქვიებიც აღმოაჩინეს: გერმანიის სამხედრო საფლავების კომისიის (Volksbund Deutsche Kriegsgräberfürsorge) მონაცემებით, მდინარის ტალახიანი კალაპოტიდან ორი ჯარისკაცის ნეშტიც ამოიღეს.
მედიის ცნობით, ორგანიზაციამ ბუდაპეშტში გადასვენების სპეციალისტი გაგზავნა, რომელმაც უნგრელ კოლეგებთან თანამშრომლობით ექსჰუმაცია განახორციელა.
ჯარისკაცების ნეშტებთან ერთად, ასევე აღმოაჩინეს გერმანული Tellermine 35-ი ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. როგორც მედია წერს, ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს, ტანკების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.